"შაქარა ისე გენატრებოდა, ეს მონატრებაც მოიკალი და წახვედი მასთან" - რას წერენ მეგობრები მიშო ახლოურის შესახებ


ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თბილისში საკუთარმა ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია. ცნობილია, რომ ის ფეხბურთელი იყო. ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა.ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. დაპირისპირება ძმებს შორის გვიან ღამით დაიწყო. დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

მიშო საზოგადოებას გიორგი შაქარაშვილის საქმიდან ახსოვს, ის მოკლული ფეხბურთელი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო.

"პოსტი რო შემხვდა მეგონა ღადაობდნენ, განა ადვილი დასაჯერებელია. მეგობრის სიკვდილი ჯერ კიდევ არმჯერავს ვერ გამიაზრებია რახდება. შაქარა ისე გენატრებოდა, ეს მონატრებაც მოიკალი და წახვედი მასთან დაგვტოვე. შენი ნებით არა მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ ვიცი იქ შაქარასთან.

რამდენი ოცნება გქონდა წარმატებული ფეხბურთელი იყავი და მოგისწრაფეს სიცოცხლე გაგიქრეს ყველა ოცნება რომ მამშვიდებდი ეს ცხოვრება უსამართლოაო. გაუძელიო ნუნერვიულობო ეხა როგორ გავუძლოთ ჩვენ შენმა მეგობრებმა უშენოდ, მომენატრები, მიყვარხარ

იქეცი ჩვენს ანგელოზად

აღარ ყავს ლუსის მიშო" - წერს მიშოს ერთ-ერთი მეგობარი, სოფო მახარაძე.

"შაქარას რომ იხსენებდნენ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მისი მეგობრები, იქიდან რამდენიმე დავიმეგობრე ფბში და მათგან ერთ-ერთი იყო მიშო ახლოური, ძალიან თბილგულა, კეთილი ბიჭი, რომელიც ისეთი ღრმა განცდით პოსტავდახოლმე მოკლულ მეგობარზე, რომ ვერც ერთხელ ვერ გავბედე სულიერი ნუგეშის, ქრისტიანული იმედის შესამატებლად რაიმეს მიწერაც კი და სამწუხაროდ გადავდე ეგ საქმე უფრო ,,მშვიდობიანი" დროისთვის... ცოტა ხნის წინ კი გავიგე მისი წუხანდელი შემზარავი მკვლელობის ამბავი .......

ღმერთმა გაცხონოს უცნობო მეგობარო

შენს მშობლებს და მოკეთეებს კი სულიერი გამძლეობა შემატებოდეთ ამ სიმწარის ასატანად..."

"2019 წლის 21 თებერვალი იყო როცაა ჩვეენ თურქეთში ზბორზე წავედით , არვიცოდი როგორი ადმიანი იყავი იმიტომ არ გიცნობდი, იმ 10 დღეში რაც ჩვენ მანდ გავატარეთ ისე გაგიცანი ისეთი ადმიანის შთაბეჭდილება დამიტოვეე რომ მეე ყოველ დღე მიხაროდა შეენთან ერთად დიაალოგიი , ვლაპრაკობდით ჩვეენი ცხვორების გეგმებზეე მომვალაზეე .

მახსოვს როგორ ვიჯექით ოთახში და მელაპრაკებოდი თუ რა მიზნები გქონდა მომვალაში ისევ გერმანიაში აპირებდი დაბრუნებას და ძაან დიდ მომავლის შექმნას აპირებდი , მარა ესე მარტივად როგორ წახვედი ?ნათელში იყო შეენი სულიიი მეგობარო.."

"შენ იყავი ის საუკეთესო მეგობარი რომელიც სულ მამხნევებდა და მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნება იყავი ყოველი დღის მადლიერიო. სულ როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი ცდილობდი ჩემს გამხიარულებას

ახლა ვინ დამიდგება გვერდში! ვის ვკითხო რჩევა საუკეთესო იყავი და საუკეთესოდ დარჩები

მართალია თვალს დააკლდები მაგრამ გულში სამუდამოდ დარჩები ნათელში ყოფილიყოს შენი სპეტაკი სული ჩემო განუმეორებელო მეგობარო "