ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით დაიყწო


ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი გამარჯვებით დაიყწო.

ქართველმა ჩოგბურთელმა სეზონი ანტალიის ტურნირით (ATP250) გახსნა და პირველ შევხედრაში იტალიელი მეტოქე ანდრეა არნაბოლდი დაამარცხა, რომლიც რეიტინგით მსოფლიოს 267-ე ნომერია, ქართველი ჩოგბურთელი კი ამ დროისათვის მე-40 პოზიციაზე იმყოფება.

ბასილაშვილმა 11-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და არნაბოლდი სამ სეტში - 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში თურქ ალთუგ ჩელიქბილექსა და პოლონელ კაცპერ ჟუკს შორის მოგებულს შეხვდება.