,,ტრაგიკულად დაიწყო 2021, ბავშვი სისხლის გუბეში ეგდო" - ცოტა ხნის წინ კორპუსის აივნიდან 12 წლის ბავშვი გადმოვარდა


12 წლის მოზარდი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13 სართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.