ილონ მასკი ქონებას მარსზე დასახლების შექმნის მიზნით ყიდის


კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი უკანასკნელი მონაცემებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.

მან მარსზე დასახლების შესაქმნელად მისი ქონების გაყიდვა გადაწყვიტა.

„მე არ მაქვს კომპანიის აქციებზე უფრო ძვირფასი ქონება. თუ საჭირო გახდა დაძაბული ვითარების გამო ან ოფისში ან საწარმოში დავიძინებ“, - აცხადებს ილონ მასკი.

2020 წლის ბოლოს მასკმა მარსის განაშენიანების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ის აპირებს ავტონომიური ქალაქის მშენებლობას. 2050 წელს ბიზნესმენი მარსზე 1 000 000 ადამიანის გაგზავნას აპირებს.