ტოჩინოშინიმ 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო


2021 წელი იღბლიანად დაიწყო ტოჩინოშინისთვის. იაპონიაში მყოფმა ლევან გორგაძემ, წელი ტოკიოში გამარჯვებით გახსნა. ლევანი მონღოლ ტამავაშის დაუპირისპირდა.

ტამავაში, ისევე, როგორც ტოჩინოშინი, მეოთხე მეაგაშირაა.

ტოჩინოშინიმ საკმაოდ სწრაფად შეძლო ტამავაშის გაყვანა დოჰიოს მიღმა.

11 იანვარს ტოჩინოშინი ოკინოუმს შეხვდება, რომელიც მეხუთე მეაგაშირა გახლავთ.