შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ნახეთ ბოლო 24 საათის სტატისტიკა


ბოლო 24 საათში, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაცია 34 პირს მოეხსნა. სულ რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა 4902 შეადგენს, მათ შორის 1253 პაციენტი მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების ერთი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 65 წელს გადაცილებული მამაკაცი.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 1194 პირი.