შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 პირი სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს, საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებუბლების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული 8 პირიდან სამს ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, დანარჩენებს კი - ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.