ტოჩინოშინმა ტოკიოს სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა






ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-4 ორთაბრძოლა გამართა და მე-2 გამარჯვება იზეიმა.

დღეს, ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით გამოდის, აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ენდოს შეხვდა და იორიკირით აჯობა. ლევანს იაპონელი მოწინააღმდეგის დოჰიოს მიღმა გაყვანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და ბოლოს მიზნის მიღწევა მოახერხა.

იანვრის ჰაცუ ბაშოს მე-5 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 ოძეკი ასანოიამა იქნება. ტოჩინოშინი მას 6-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 4 მარცხი.