ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანმოს მონაცემებით, 4 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 953 758 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 85 436 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.