ბუკნარში დაძაბულობაა - მუსლიმმა მრევლმა პოლიციის კორდონი გაარღვია ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ


ბუკნარში ვითარება დაიძაბა. მუსლიმმა მრევლმა პოლიციის კორდონი გაარღვია ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი იმ სახლიდან, რომელიც სალოცავად შეისყიდეს, დაიძრნენ და სოფლის ცენტრისკენ მიემართებიან.

ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უკვე რამდენიმე კვირაა დაპირისპირებაა. მუსლიმი მრევლი მეჩეთის აშენებას ითხოვს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობა აპროტესტებს.