2020 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა


2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რომელთაგან ყველაზე მეტი, $363.9 მილიონი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ წელს საქართველოში $364 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებელი წლიურად 15%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საიდანაც საქართველოში $297 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი. 14%-ით გაიზარდა გზავნილები საბერძნეთიდან, რაც $219 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან კი ის 22%-ით $178 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ტოპ 20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:

1. რუსეთის ფედერაცია - $363.9 მილიონი, კლება წინა წელთან -15%;
2. იტალია - $297.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;
3. საბერძნეთი - $219.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%;
4. აშშ - $218.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%;
5. ისრაელი - $156.8 მილიონი, კლება წინა წელთან -4%;
6. თურქეთი - $106.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;
7. უკრაინა - $87.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 104%;
8. გერმანია - $74.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%;
9. აზერბაიჯანი - $53.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 143%;
10. ესპანეთი - $47.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%;
11. საფრანგეთი - $28.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 7%;
12. პოლონეთი - $27.6 მილიონი, კლება წინა წელთან -12%;
13. ყაზახეთი - $19.7 მილიონი, კლება წინა წელთან -26%;
14. გაერთიანებული სამეფო - $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%;
15. კანადა - $17.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%;
16. ირლანდია - $14.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 52%;
17. კვიპროსი - $13.0 მილიონი, კლება წინა წელთან -15%;
18. სომხეთი - $11.8 მილიონი, კლება წინა წელთან -11%;
19. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%;
20. ყირგიზეთი - $8.3 მილიონი, კლება წინა წელთან -71%.