"პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი" - თორნიკე რიჟვაძე






აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი.

„პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი. გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს მოწეული მოსავლის დაბინავება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.