მელანია ტრამპმა ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში არ დაპატიჟა


მელანია ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის პირველი მეუღლე გახდა, ვინც თავისი შემცვლელი თეთრ სახლში ჩაის ცერემონიაზე არ დაპატიჟა.

ტელეარხის ცნობით, შეხვედრის დროს, პირველი ლედი მომავალ შემცვლელს საპრეზიდენტო რეზიდენციას აცნობს. ათწლეულების განმავლობაში ამ ცერემონიას ყველა პირველი ლედი მართავდა - ელიზაბეტ ტრუმენიდან მიშელ ობამამდე, იმის მიუხედავად, თუ რამდენად განსხვავდებოდა მოქმედი და მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებები. ცერემონია თეთრი სახლის გადაცემის სიმბოლური აქტად და პირველი ლედის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლება.