თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მიტანას სთოვს


თბილისის ზოოპარკი, სოციალური ქსელით მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვები ზოოპარკში მიიტანონ.

"თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს:

ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა - ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში." - წერს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

🙏 თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს: 🎄 ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან...

Posted by თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo on Tuesday, January 19, 2021