"პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი" - ლაშა ნაცვლიშვილი ნავალნის და სააკაშვილს ადარებს


„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი ალექსეი ნავალნის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება - დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება.

პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ" - წერს ნაცვლიშვილი.

ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური...

Posted by Lasha Natsvlishvili on Wednesday, January 20, 2021