საქართველოში კორონავირუსი 998 ადამიანს დაუდასტურდა - გამოჯანმრთელდა -1 892


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 170, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 68, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 116, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 632, აჭარაში - 251, იმერეთში - 663.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე.