ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე, სულ მოგელანდება - შაქარაშვილის დედა შვილის მკვლელებს შეხვდა


19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა, თამარ შავლაშვილი, შვილის მკვლელებს შეხვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ აქვეყნებს.

ნოდარ მელაძის გადაცემაში, პირველად ისაუბრებს გიორგი შაქარაშვილის დედა.

„დამნაშავეები კი არა მკვლელები არიან. ხომ გელანდებოდა სიზმარში, კიდე მოგელანდება, ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე“, - მიმართავს ერთ-ერთ ბრალდებულს შაქარაშვილის დედა.