პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ - ბათუმში, ფიტნეს-კლუბის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს


ბათუმში, ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ აკრძალული. მათივე განცხადებით, პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, პირველ თებერვალს კი ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

„პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ,ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს კლუბით, ეკონომიკის ბედი არ წყდება, ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე. გაუაზრებელი რეგულაცია - ვირუსის გავრცელების კავშირში არ არის, პირიქით დროში შეზღუდვაა რაც მობილობის გაზრდას უწყობს ხელს. დღეს ჩვენი მიზანია, რომ ხალხს დავანახოთ ადამიანები, რომლებიც ამ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან“,- განაცხადა ფიტნეს-კლუბის დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ.