საპროტესტო აქცია თბილისში - ნახეთ რა ხდება ამწუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან


მთავრობის ადმინსტრაციასთან მოქალაქეები Covid 19-ის გამო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინების უფლებებს.

შეკრებილები ითხოვენ, რომ 1 თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი და ასევე, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.