''კიდურების დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული'' - ძლიერი ხანძარი საცხოვრებელ სახლში, არის დაშავებული


გვიან ღამით ხანძარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში.

არსებული ინფორმაციით, შავიშვილების ორსართულიანი სახლი მთლიანად არის დამწვარი. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული კიდურის დამწვრობით ქობულეთის „ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს დამწვრობა არ აღენიშნება.„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დამწვრობა არ აღენიშნება. წნევა ჰქონდა. ახლა თავს კარგად გრძნობს. სავარაუდოდ კლინიკიდან მალე გაეწერება”- აცხადებენ კლინიკაში