ვაშაძემ კარანტინის წესი დაარღვია და მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა


მთავრობის ადმინისტრაციასთნ მიმდინარე აქციას, სადაც მოქალაქეები შეზღუდვებს აპროტესტებენ, გიორგი ვაშაძე შეუერთდა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, აქციაზე​ "პისიარ" ტესტის პასუხით მივიდა.

ვაშაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-დან დაბრუნდა და ტესტის პასუხის მიხედვით, კოვიდ უარყოფითია, დღეს დემონსტრაციულად დაარღვია კარანტინი.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12 დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას.

ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში" ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს დაწესებული შეზღუდვების მასიური გაპროტესტება.