შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა






შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - ნათქვამია შსს-განცხადებაში.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.