ქუთაისის „ტორპედო“ 13-მა ფეხბურთელმა დატოვა






ქუთაისის „ტორპედო“ 13-მა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბთან კონტრაქტი 10 ქართველ და 3 უცხოელ მოთამაშეს ამოეწურა, რომლის გახანგრძლივებისგან ორივე მხარემ თავი შეიკავა.

კლუბის გენერალური დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით, ისინი მოლაპარაკებას რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებენ და ახალწვეულებს საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

თითქმის გადაწყვეტილია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ხაჩიძის წასვლა. ხაჩიძეს ამ თანამდებობაზე მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ჩემპიონატის დაწყებამდე PRO-ლიცენზიის აღებას გეგმავს.