"ბუბუმ დაგვტოვა, მადლობა დიდგულიან მეგობარს ნაჩუქარი სითბოსთვის" - გივი თარგამაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს






პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსის ფოტოებიდან და ტექსტიდან ირკვევა, მას ოჯახის ოთხფეხა მეგობარი, ბუბუ გარდაეცვალა.

"Dianews.ge" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბუბუმ დაგვტოვა. მადლობა ამ პატარა, დიდ გულიან მეგობარს დაუვიწყარი 10 წლის მანძილზე ნაჩუქარი სითბოსთვის და ნათელი მომენტებისთვის“ – წერს გივი თარგამაძე.​​​​​​