შალვა ნათელაშვილი: ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ პარლამენტში, ევროპის მტერია


ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის არა მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე, არამედ ევროპის მტერიც, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

" სამწუხაროდ, ევროპაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევენ არა ქართველ ხალხთან ურთიერთობასა და ხალხის მხარდაჭერას, არამედ მათ სურვილი აქვთ, ჩვენი ქვეყანა იმართებოდეს ე.წ პოლიტიკური ელიტების მეშვეობით და ამ ელიტების მმართველობამ საქართველო არაერთხელ მიიყვანა კატასტროფამდე. იმედია, ეს აღარ განმეორდება. " - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.