გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელა


2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის მექანიზმები განიხილეს, რასაც კომიტეტი სამომავლოდ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით გამოიყენებს.

კომიტეტის თავჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, ომიტეტი შეჯერდა, რომ კოორდინაცია სხვა დარგობრივ კომიტეტებთან, საქართველოს მთავრობასთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო სფეროსთან და კერძო სექტორთან აუცილებელია იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტების მიღების თვალსაზრისით არამედ, შესაბამისი საბიუჯეტო და ინსტიტუციური რეფორმების გათვალისწინებით.