"ვზივარ და მთელი სხდომაა მესმის, რომ ეს არ ვარგა" - თეა წულუკიანი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე


დღეს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდა.

სხდომას ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. განხილვის დროს იყო კამათი.

"სამი წელი დავკარგეთ, იცით რატომ? ბატონ დავითს და ბატონ ზოიძეს ჰქონდათ ულტიმატუმი და რაღაცნაირად შეუამხანაგდით ამ ხელისუფლებას და რაღაცა მოიწონეთ. ვზივარ და მთელი სხდომაა მესმის, რომ ეს არ ვარგა. თუ არ ვარგა, მოვხსნათ. აი მე პირადად, ერთ-ერთი ინიციატორი, გამოვალ ინიციატორობიდან, თუ ეს არ ვარგა," - განაცხადა თეა წულიკიანმა სხდომაზე.

საკომიტეტო განხილვისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის თქმით, კარგია, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში ნაბიჯები გადაიდგმება.