თამარ ბაჩალიაშვილის დედა გეგმავს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს


თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ საქალაქო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, შესაბამისად აპირებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

არ ვფიქრობ, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს. არ აზროვნებენ რაციონალურად, ამ ყველაფერს აეხდება ფარდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიგებენ როგორი გამოძიებაც ჩაატარეს და რა შედეგებიც დადეს. აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ გონს მოეგონ, დაგვიბრუნონ დაზარალებულის სტატუსი და გადმოგვცენ მასალები. როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ საქართველოს არ დაუწყია ომი, ასევე დაამტკიცებს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლია და ის მოკლეს“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.