ხველის სამი წამალი
- ნავახშმევს მიირთვით ერთი კბილი ნიორი თაფლთან ერთად, მოკბიჩეთ ნიორი და დააყოლეთ თაფლი. ამის შემდეგ არაფერი შეჭამოთ. დილით გაცილებით უკეთ იქნებით.
- სამლიტრიანი ქილა ნახევრამდე აავსეთ დაჭრილი ბოლოკით, დაუმატეთ მეოთხედი ქილა შაქარი, დააყენეთ დაახლოებით ერთი დღე-ღამით სანამ ბოლოკი წვენს არ გამოუშვებს. მიიღეთ ეს წვენი 2-2 სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ, დღეში რამდენჯერმე.
- ერთ ჭიქა ნებისმიე ჩაის დაუმატეთ ერთი ცალი დაქუცმაცებული ბანანი, დააყენეთ დაახლოებით 2 საათით, მიიღეთ ჭამის შემდეგ ჭიქის მესამედი.
იმედია ეს რეცეპტები თქვენც დაგეხმარებათ დაამარცხოთ ხველა. გისურვებთ ჯანმრთელობას!