ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა - ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა


ცოტა ხნის წინ თბილიში, ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.