ევროკავშირის ელჩი : „ვგლოვობთ შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს“






ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„დღეს ევროკავშირის დროშა დავებულია, ვგლოვობთ მათ, ვინც კვირას, შატილის გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა. ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ და დაშავებულებს უსწრაფესად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - წერს კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.