ელჩი კელი დეგნანი : "მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო"






ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სოციალური ქსელითშატილში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება და მწუხარებას გამოქთქვამს, ამერიკის საელჩოს სახელით.

„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.

ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს" - ელჩი კელი დეგნანი