პოლონეთის საელჩო: ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას






საქართველოში პოლონეთის საელჩო შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.