''თუ ლილოს დიზაინერი ვარ, ჩემი ნაჩუქარი პალტოები გაიხადოს სოსომ'' - გიორგი მასხულია, სოსო კავკავაშვილსა და გურამ არუტინაშვილს პასუხობს


დიზაინერი გიორგი მასხულია, სოსო კავკავაშვილისა და გურამ არუტინაშვილის განცხადებებს ეხმაურება და dianews.ge-სთან საუბრისას, მათ პასუხს სცემს.

‘’სოსომ მნიშვნელობაც არ იცის ფეშენ ვიკის, მე მეკითხებოდა ყოველთვის. გორში რომ ჩაატარა ''ფეშენ ვიკი'', სამი დღის განმავლობაში ვეხმარებოდი. მე უბრალოდ დავიცავი ეგ ადამიანი და შევცდი, ძალიან შევცდი. მოულოდნელად, ნინო ადამაშვილის მხარი დაიჭირა და ძალიან გამიკვირდა, გაოცებული დავრჩი. ადამიანს რა შეხედულებები და რა დონეც აქვს ისეთია თვითონაც. გურამმა რა უნდა დაწეროს ჩემზე, მე რომ ტელე-ეკრანზე გამოვდიოდი, გურამი სოფელში იჯდა და კონფუჯით მიყურებდა. მასხარა არ ვარ, რომ მასხარობით ვიპიარო თავი. სოსოს რაც შეეხება, ჰარვარდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი თურქეთის ფილიალშიო იძახის, ჯერ ის გაიგოს, რომ ჰარვარდი თურქეთში არ არის და მისგან განსხვავებით დიპლომი მე ნამდვად მაქვს. სოსო ვერასდროს ვერ მიტანდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე მისგან განსხვავებით ვიცი მეგობრობა და ამიტომ დავიცავი მაშინ. ნინო, სოსო და გურამი კარგი ტრიოა, უხდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება გირაოს...სოსო გირაოს ვერ გადაიხდის, 2000 ლარს სოსო ერთ წელშიც ვერ იშოვის ისე აქვს ჩაგდებული და გაბანძებული პროექტები, მე 2000 ლარიანს მარტო სუნამოს ვხმარობ. მთავარია ადამიანს ადამიანობა გააჩნდეს. მე თუ ლილოს დიზაინერი ვარ, ჩემი ნაჩუქარი პალტოები გაიხადოს და აღარ იაროს.

სოსოსთვის სტატიის დადება არსდროს არ მითხოვია, უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ ჩემი პროექტები გაეშუქებინა. მათ ანტიპიარი გააკეთეს ანაკლიაში და მას შემდეგ აღარ დამიპატიჟია ჩემს საღამოებზე და იქიდან დაიბოღმნენ. ჩემ კონკურსებს არ გავაბანძებინებ არავის. ათმა ცნობილმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა ‘’თუ გურამი და სოსო ამ ღონისძიებაზე იქნეიან ჩვენ არ მოვალთ’’ იმიტომ, რომ ესენი არ არიან იმ რანგის ადამიანები რომლებიც იქ უნა იყვნენ სადაც ჩვენ ვართ. მე თუ სოფლელი და ორღობე ვარ, მეამაყება ძალიან იმიტომ, რომ რამდენიმე წელში საქართველოს პოპულარულ კონკურსებს ჩავუდექი სათავეში და 15 ქვეყანაში ვატარებ კონკურსებს, ამიტომ, მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ.

გურამმა თვითნ მითხრა ანკლიის ''ფეშენ ვიკი'' უნდა გავაშუქოო, ბევრჯერ მიმიწვია გადაცემაში და არ მივედი. ანაკლიაში რომ ჩამოვიდა სასტუმროს ფული არ ჰქონდა, მე დავუფინანსე სამი დღე სასტუმრო, შემეცოდა ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო. გურამი ჩემთვის წარუმატებელი ცირკის მასხარაა, ადამანი რომელიც შემდგარი არ არის.

რაც შეეხება ნინოს, მან ჩემზე დაწერა ნაშვილებიაო. მისი საქმე პროკურატურაშია და რთულ ვითარებაშია. კანონის წინაშე აუცილებლად დაისჯება, სანამ დრო აქვს იცინოს, პასუხს აუილებლად აგებს კანონის წინაშე. 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.’’ - აცხადებს გიორგი მასხულია

ავტორი: ომარ პავლიაშვილი