მხარდასაჭერი აქცია ზაზა გახელაძის სოფელში - ნახეთ რა ვითარებაა ქვემო ჭალაში


საოკუპაციო ძალების მიერ, ჯერ უკანონოდ დაჭრილი და დატყვევებული, შემდეგ კი ასევე უყკანანოდ, პატიმრობამისჯილი ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად მის მშობლიურ სოფელში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

"ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოვითხოვთ, იმის გაკეთებას, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ და შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ის მავთულხლართი, რომელიც აქვე ახლოსაა და რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშიც ჩანს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით დონერიანმა.

პატიმრობაში მყოფი გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ქმარს ესაუბრა და მისი ბოლო სიტყვები ამ საუბრის დროს, მალე დაბრუნების პირობა იყო.

"ველაპარაკე და მითხრა, რომ გასაჩივრების შანსი არსებობს, მაგრამ ეს უკვე ზაზაზეა დამოკიდებული. მისი დაპირება იყო და იმედი, რომ მალე დაბრუნდება", - თქვა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ველიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 2020 წლის 11 ივლის გაიტაცეს, ხოლო 5 თებერვალს მას ცხინვალის ე.წ.-მა სასამაღთლომ 12,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.