საქართველოს რამდენიმე ადგილას გადაადგილება სრულად შეიზღუდა - ნახეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება


საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

''რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - იფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე გზის კმ92-კმ125 (ბაბილი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ92 (წყალტუბოს გადასახვევი-ბაბილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.'' - ნათქვამია განცხადებაში