ქმარმა ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ კი სიმამრი მოკლა - ნახეთ რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი (რუსეთი)


ქმარმა ჯერ ორსულ ცოლს თავი მოაჭრა, შემდეგ კი სიმამრი მოკლა. სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

მათივე ცნობით, ოჯახი ტაჯიკეთიდან იყო. ქალს კი „აღმოსავლეთის კანონებით“ ცხოვრება არ სურდა. ქმარი 21 წლის ცოლს გარეთ ფაქტობრივად არ უშვებდა.

ცოლმა ქმართან გაშორება გადაწყვიტა და ამ საკითხზე საუბრისას მამაკაცმა დანა აიღო და ქალს რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი თავი მოაჭრა. ამის მერე მან მოკლული ცოლის მამას დაურეკა, რომელსაც ადგილზე მისვლისთანავე ასევე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.