ავტობუსებში აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა - ნახეთ რა რეგულაციების გათვალისწინება მოგიწევთ საზ ტრანსპორტით მგზავრობისას


თბილისის მერიის ცნობით, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება ხოლო ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება.

"პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ"