მასშტაბური საპროტესტო აქცია რიონის ხეობაში - ''არა გიგანტურ ჰესს''


რიონის ხეობაში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება - ადგილობრივებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობას გარემოსდამცველები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

სპეციალისტების განცხადებით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

.