პირველად ისტორიაში რომის პაპის გადაწყვეტილებით სინოდის მდივნად ქალი დაინიშნა


ისტორიაში პირველად, რომის პაპმა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა.

ნატალი ბისქარტი სინოდის პირველი ქალი მდივანი იქნება. ის წარმოშობით საფრანგეთიდან არის.

ბისქარტი სინოდთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.

სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის „ახალი კარი“ გახსნა.