"გიორგი არ უყვარს" - რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში


23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი, მის რჩეულზე მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა.

ქორწილში ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის ნაცნობი ხალხი იმყოფებოდა.

გიორგის მეჯვარე ნოე სულაბერიძე იყო, თუმცა, საზოგადოების ყურადღება ნოეს ცოლმა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიიპყრო, რომელიც გიორგის და მარიტას ქორწილში არ იყო.

რამოდენიმე დღის წინ მარიტა მელიქიშვილს „ინტაგრამის“ გამომწერებმა ჰკითხეს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჯანეტთან და რატომ არ იყო მოდელი გიორგისა და მარიტას ქორწილში.

მარიტამ მხოლოდ ის უპასუხა, რომ ჯანეტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ქორწილზე კითხვა უპასუხოდ დატოვა.

იგივე შეკითვა დაუსვეს ნოე სულაბერიძესაც, რაზეც ნოე პასუხობს, რომ „გიორგი არ უყვარს".