ვალენტინობის ტორტი - რეცეფტი


  1. 120 გრ კარაქი

  2. 1 ჭიქა შაქარი

  3. 2 კვერცხი

  4. 1 ს/კ კაკაო

  5. 1 ჭიქა ფქვილი

  6. 1/2 ჭიქა რძე

  7. 600 მლ გასქელებული კრემი

  8. რამდენიმე ახალი მარწყვი

  9. 200 გრ შავი შოკოლადი

ტორტის მოსამზადებლად: გააცხელეთ ღუმელი 180 ° C გრადუსამდე.

საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. ერთმანეთს კარგად აურიეთ კვერცხი, კარაქი, შაქარი კაკაო ფქვილი და რძე. მიქსერით კარგად ათქვიფეთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ გულის ფორმის საცხობ ფორმაში. და აცხვეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იქამდე სანამ კარგად არ გამოცხვება. გააციეთ 5 წუთის განმავლობაში და შმდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

ტორტი შეგიძლიათ მორთოთ გასქელებული კრემით ან თქვენი საყვარელი კრემით, ზევიდან მოასხით შოკოლადი და გააფორმეთ მარწყვით.

ვალენტინობის ტორტი მზადაა.