შინდისის სატელევიზიო პრემიერა - ინტერვიუ ზაზა ჭინჭარაულთან


7 თებერვალს, ტელეკომპანია ,, რუსთავი 2’’-ის ეთერში დიტო ცინცაძის საომარი დრამის, ’’ შინდისის’’ პრემიერა შედგება, რომელიც გადაღებულია 2019 წელს.

,,შინდისი’’ განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს; რადგან, ფილმში ასახულია 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, რომელიც 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან მოხდა.

შეტაკებას სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი შეეწირა, მათ საზოგადოება შინდისის გმირების სახელით იცნობს. ფილმი ასევე მოგვითხრობ, იმ ადგილობრივი მცხოვრებლების შესახებ, რომლებმაც რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს.

ფილმმა გარკვეული წარმატება უკვე მოიპოვა, გადაეცა გრან-პრი, ასევე ,,შინდისი’’ ხოლო დიტო ცინცაძემ ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. 2019 წელს ფილმი საქართველომ ოსკარზე წარადგინა.

ფილმზე სასაუბროთ დავუკავშირდით, ფილმში ერთ-ერთი გადარჩენილი ჯარისკაცის როლის შემსრულებელს მსახიობ ზაზა ჭინჭარაულს.

No description available.

- გამარჯობა. ზაზა პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ფილმ ,,შინდისი’’-ს წარმატებული სატელევიზიო პრემიერა.

- გამარჯობა. დიდი მადლობა მოლოცვისთვის.

- განსაკუთრებული ემოციური ღირებულებიდან გამომდინარე, რადგან ფილმი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ასახავს, მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა ფილმის სატელევიზიო პრემიერას. როგორი იყო თქვენი მოლოდინები და პრემიერის შემდგომ თუ გრძნობთ ადამიანებისგან განსხვავებულ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ?

- მიუხედავად იმისა, რომ ფილმი უკვე არაერთხელ მქონდა ნანახი როდესაც გადიოდა კინოთეატრებში, სატელევიზიო პრემიერას მაინც ველოდებოდით. რაც შეეხება გამოხმაურებას, რათქმაუნდა ზოგისთვის ძალიან მძიმე საყურებელია, სხვადასხვა აზრი ისმის, ბევრს მოსწონს, ბევრს არა, ეს მგონი ბუნებრივია მაგრამ აქ მთავარი არის შინაარსი, რას ემსახურება ფილმის იდეა, ის რაც მოხდა 2008 წელს. ამ ფილმის საშუალებით ამ ბიჭების გმირობის შესახებ გაიგო ძალიან ბევრმა ქვეყანამ.

- თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის ყველა როლი ალბათ საპასუხისმგებლოა, იყო, თუ არა ეს როლი განსხვავებული? თქვენ ხომ ჩვენი დროის გმირის როლს ასრულებთ, ხომ არ გრძნობდით ამის გამო დამატებით პასუხისმგებლობას?

- ჩემზე ,,მსახიობი’’ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, როცა არსებობენ უდიდესი პროფესიონალი მსახიობები და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის იყო სტიმულიც, სკოლაც და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც.

- უშუალოდ გადაღებებზეც რომ მომიყვეთ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები და თუ შეხვდით თქვენი პერსონჟების რეალურ გმირებს?

- სანამ გადაღებები დაიწყებოდა ჩვენ გავიარეთ 2 კვირიანი კარანტინი, ამის შემდეგ იყო გადაღებები და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაგრამ ბიჭები, რომლებიც ამ შეტაკებიდან ცოცხლები გამოვიდნენ გავიცანით ცოტა მოგვიანებით, კინოპრემიერის დროს.

- ამჟამად რა მოლოდინებია ფილმთან დაკავშირებით?

- როგორც იცით ფილმმა მოიპოვა პრიზები სხვადასხვა საერთაშორისო კინო ფესტივალებზე. გასული წლის მსოფლიო პანდემიის გამო დროებით გაჩერდა ყველაფერი და მე არ მაქვს ინფორმაცია რა გაგრძელება აქვს ამ ეტაპზე და რას გეგმავს შემოქმედებითი ჯგუფი, თუ იქნება სიახლე მეც ალბათ თქვენთან ერთად გავიგებ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ. ფილმს რათქმაუნდა ვუსურვებთ წარმატებას.