ანჯელინას და ბრედის 14 წლის ქალიშვილმა შაილომ მამის გვარზე უარი თქვა


ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა, 14 წლის შაილომ მოულოდნელად მამის გვარზე უარი თქვა, - ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა. გოგონამ პირადი გვერდიდან მამის გვარი - პიტი წაშალა და მხოლოდ ჯოლი დატოვა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ქმედებამ ბრედზე საშინლად იმოქმედა და ეს მისთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით უცნობია.

ცნობისთვის, გასულ წელს 45 წლის ენჯისა და 57 წლის ბრედს შორის თითქოს შეწყდა უთანხმოება. ბრედი ანჯელინას სახლში ბავშვების სანახავად პაპარაცებმა ბევრჯერ დააფიქსირეს, თუმცა შვილების მეურვეობის შესახებ მათი დავა მაინც არ წყდება.

როგორც ცნობილია, შობის დღესასწაულზე მშობლებმა შვილები გაიყვეს. ბრედმა ბიოლოგიურ შვილებთან, შაილოსთან და ტყუპთან, ვივიენთან და ნოქსთან ერთად გაატარა დღესასწაული, ანჯელინამ კი ზაჰარასთან, პაქსკთან და მედოქსთან ერთად აღნიშნა შობა.