ჯეფ ბეზოსმა ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის წოდება დაიბრუნა






Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ბეზოსის ქონება 191 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მეორე ადგილზე მყოფ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის კაპიტალზე 955 მილიონი დოლარით მეტია.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ბეზოსი ამ რეიტინგის უცვლელი ლიდერი იყო - 2021 წლის 7 იანვრამდე, როცა პირველობა მასკს დაუთმო.

თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს და მუშაობას დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს.