ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს


Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დასახელდა.

ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვ.

ინსპირაციული ბანკირები მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიანთი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ. დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.

„გამარჯვებულებს აქვთ უმაღლესი სანდოობა და ლეგიტიმაცია, რადგანაც ისინი შეირჩნენ თავიანთ ქვეყნებში საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით. ეს ჯილდოები იმ გამორჩეული წვლილის აღიარებაა, რაც მათ მფლობელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში მიუძღვით“, - განაცხადა Efma-ს SME პროგრამების დირექტორმა ლუკას ჟუროსკამ.