დავით ქაცარავა: ,, ხელისუფლებამ მოახერხა და დაარწმუნა გატაცებულების ოჯახები, რომ საჭიროა ჩუმად ყოფნა“






დავით ქაცარავამ facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოკუპაციასა და ხელისუფლების ,,ჩუმად ყოფნაზე“ საუბრობს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,გენადი ბესტაევი - საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაშია 2019წლის 21 ნოემბრიდან. მისჯილი აქვს 2 წელი.
ხვიჩა მღებრიშვილი - საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა 2020 წლის 3 ივლისს. 20 აგვისტოს მიუსაჯეს 3 თვიანი პატიმრობა.
ზაზა გახელაძე - 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და გაიტაცეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხის მიმდებარედ. ემუქრება 12 წლამდე პატიმრობა.

ხელისუფლებამ მოახერხა და დაარწმუნა გატაცებულების ოჯახები, რომ საჭიროა ჩუმად ყოფნა, რუსების გაღიზიანება არ არის მიზანშეწონილი, გატაცებულების ბედზე უარესად იმოქმედებსო.

რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, რა ბერკეტებს იყენებს ჩვენი გატაცებული მოქალაქეების დასახსნელად?
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც გაჩუმდნენ, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ მაშინ, როდესაც აქტიურები იყვნენ გატაცებულების ოჯახები, დღეს კი მათი საკითხი აღარ არის აქტუალური. ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების "დამსახურებით".

თუ ვინმემ იცით, რომ ხელისუფლება აქტიურად იბრძვის ჩვენი მოქალაქეების გამოსახსნელად, გთხოვთ, დაწეროთ კომენტარებში. გამიხარდება. შეიძლება, ეს პოსტიც წავშალო,“- დაწერა მან საკუთარ facebook გვერდზე.