ბრეივიკის ბავშვობა


ბავშვობის ტრამვა ერთ-ერთი საყურადღებო და ამავე დროს დღემდე ამოუცნობი საკითხია ფსიქოლოგიაში. ფროიდით დაწყებული, თანამედროვე მეცნიერებით დამთავრებული, ყველა თანხმდება, რომ ბავშვობის ტრამვა მთელს ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ტრამვული მოგონება ჩვენს ფსიქიკაში არსებული ხელუხლებელი მოვლენაა, ასე ვთქვათ, კაფსულაში ჩასმული განცდა, რომელსაც არც არაკის მატება, არც შეძენილი გამოცდილება და არც გააზრება შველის.

ყველაზე ხშირად ბავშვს ტრამვას აყენებს:

  1. ფიზიკური ძალადობა;
  2. სექსუალური ძალადობა;
  3. ემოციური ძალადობა;
  4. ფიზიკური უგულებელყოფა;
  5. ემოციური უგულებებლყოფა;
  6. მშობელზე ძალადობის შესწრება;
  7. ნივთიერებაზე დამოკიდებული ოჯახის წევრი;
  8. მშობლებისგან ხანგრძლივი სეპარაცია;
  9. მშობლის სიკვდილი.

ხოლო უფროსებში ტრამვაზე ემოციური რეაგირების ყველაზე გავრცელებულ სამ ტიპს წარმოადგენს:

  1. ცრუ პიროვნება
  2. მსხვერპლის პოზიცია
  3. პასიური აგრესიულობა

ამასთან ერთად შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებამდეც მივიდეთ, როგორიცაა მაგალითად სერიულ მკვლელად ჩამოყალიბება. ამის ნათელი მაგალითია ანდერს ბრეივიკი.

ანდერს ბრეივიკი დაიბადა 1979 წლის 13 თებერვალს დიპლომატის, ეინს ბრეივიკისა და მედდის, ვენკე ბერინგის ოჯახში. როდესაც ბრეივიკი 1 წლის იყო მისი მშობლები დაშორდნენ. მშობლების დაშორების შემდეგ ის დედასთან ერთად ნორვეგიაში ცხოვრობდა.

ბრეივიკს ბავშობიდან აგრესიულ მოზარდად ახასიათებენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს დაიკითხა ფსიქოლოგი რომელიც 1980-იან წლებში ანდერსსა და დედას შორის ურთიერთობას აკვირდებოდა. მისი განცხადებით ფსიქოლოგებს სურდათ ბრეივიკის დედის მზრუნველობიდან გაყვანა. იმის გამო, რომ ფსიქოლოგების მითითებები არ იქნა გათვალისწინებული, პროცესზე სასტიკად გააკრიტიკეს ნორვეგიის ბავშვთა კეთილდღეობის სახელმწიფო სამსახური. პროცესზე ასევე გაიჟღერა ფსიქოლოგის განცხადებამ, რომელიც ტრაგიკულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში არაფერი გაკეთებულა ბრეივიკის მოვლა- პატრონობის მხრივ. სწორი ღონისძიებების გატარებით შესაძლებებლია ანდერსი სულ სხვაგვარად გავნვითარებულიყო. ,,მისი ქმედება არსებითად გამოხატავს ფასს, რომელიც საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს ბავშვთა კეთილდღეობის არაადეკვატურობისთვის.’’ განაცხადა ბრეივიკის ბავშობის ფსიქოლოგმა.

როგორც ირკვევა ბრეივიკს დედა აგრესიულად ექცეოდა, სცემდა, სექსუალურად რყვნიდა და გამუდმებით უმეორებდა, რომ ძალიან უნდოდა მომკვდარიყო. ერთ-ერთ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოთხი წლის ბრეივიკს ,,თავისებური ღიმილი’’ ჰქონდა, რომელიც მის ემოციებს საერთოდ არ ასახავდა, ის ამით შოუს დგამდა მის ირგვლივმყოფთათვის.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წელს ოსლოში სამთავრობო კვარტალში, ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარა ააფეთქა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემდეგ კი კუნძულ უტეიაზე ბანაკში შეაღწია და 90 წუთის მანძილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა კუნძულზე მყოფ ახალგაზრდებს. კუნძულ უტეიაზე მან 69 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.

ბრეივიკს 2012 წლის 24 აგვისტოს, ნორვეგიის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი, 21 წლისთ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.