ქველო ქართლში ორ პოლიციელს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.