ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო


საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონს, თავი შეიკავონ დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ პირდპიარ მოლაპარაკებებს.

"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს პატივი სცენ კანონის ნორმებს, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო არის ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.